ისტორიაში პირველად - ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ნიდერლანდებში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ისტორიული ფაქტი რამდენი წუთის წინ დაფიქსირდა, როდესაც სერბეთის ნაკრებმა რუმენეთთან ფრედ 4:4 ითამაშა და საქართველოს ეროვნულ გუნდს საუკეთესო მეორეადგილოსანთა სატურნირო ცხრილში უნგრეთისა და სერბეთის ნაკრებები ვეღარ დაეწევიან.

ისტორია დაიწერა - ფუტსალის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ ! ???????? #საქართველოევროპაზე #ესშენიგუნდია

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on Friday, April 9, 2021

შეგახსენებთ, რომ დღეს, ჩვენმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა. ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა ოლიმპიურ სასახლეში საფრანგეთის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხეს. ჩვენ ეროვნული გუნდის რიგებში გოლები რონიონიომ და თალესმა გაიტანეს, ამ უკანაკსკნელმა მატჩში დუბლი შეასრულა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე 10 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილი გაინაღდა.

შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი ფეხბურთელები 12 აპრილს რუსეთში გამართავენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები