ნაცნობი მეტოქე - ქუთათელაძე 17 ივლისს იჩხუბებს
Aa
Aa

ნაცნობი მეტოქე - ქუთათელაძე 17 ივლისს იჩხუბებს

UFC-ის ქართველი მებრძოლის, გურამ ქუთათელაძის მომდევნო მეტოქე და ჩხუბის გამართვის თარიღი ცნობილი გახდა. Mmanytt.se და Mmadna.nl სამხრეთ აფრიკულ ვებგვერდზე, Mmma-Republic-ზე დაყრდნობით, იუწყებიან, რომ „ქართველი ვიკინგი“ 17 ივლისს, დონ მაჯის დაუპირისპირდება.

მაჯისა და ქუთათელაძის შერკინება ერთხელ უკვე ჩანიშნული იყო და მათი ჩხუბი 14 მარტს უნდა გვეხილა, მაგრამ გურამმა უცნაურ ვითარებაში ტრავმა მიიღო და ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევის გამო, ქუთათელაძეს ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია.

შეგახსენებთ, რომ „ქართველ ვიკინგს“ კარიერაში 12, ხოლო UFC-ში 1 გამარჯვება აქვს. გურამმა ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში სადებიუტო შერკინება მატეუშ გამროტის წინააღმდეგ გამართა და პოლონელი მებრძოლი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სამხრეთ აფრიკელ მებრძოლს რაც შეეხება, მას კარიერაში 13-ჯერ უჩხუბია და მის ანგარიშზე 9 მოგება, 3 წაგება და 1 ფრეა. აღსანიშნავია, რომ მაჯის ზედიზედ 6 გამარჯვება აქვს, თუმცა ბოლო ბრძოლა 2019 წელს გამართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები