''გიორბელიძემ ამიტომ აჩვენა დიდი პროგრესი, სხვები ერთ ადგილზე დარჩნენ''
Aa
Aa

''გიორბელიძემ ამიტომ აჩვენა დიდი პროგრესი, სხვები ერთ ადგილზე დარჩნენ''

ცნობილი ქართველი საფეხბურთო სპეციალისტი კობა ჟორჟიკაშვილი CrystalSport-თან ინტერვიუში გურამ გიორბელიძის შესახებ საუბრობს. 59 წლის მწვრთნელი იხსენებს პერიოდს, როცა 2017-18 წლებში ბოლნისის ''სიონის'' მთავარი მწვრთნელი იყო და გიორბელიძეს წვრთნიდა. მისი თქმით მოთამაშე შრომისმოყვარეობითა და დისციპლინით გამოირჩეოდა.

ჟორჟიკაშვილი გიორბელიძის შესახებ

გურამ გიორბელიძე ბოლნისის ''სიონისა'' და გორის ''დილას'' ყოფილი მოთამაშეა. 2020 წლის ზაფხულში ''დილას'' დაემშვიდობა და კარიერა ავსტრიაში გააგრძელა, თუმცა ტრავმის გამო სეზონის პირველი ნახევრის დიდი ნაწილი გაუცდა. მიმდინარე სეზონში გიორბელიძემ ''ვოლფსბერგერის'' რიგებში 12 მატჩი ჩაატარა (7- ბუნდესლიგა, 2 - ავსტრიის თასი, 3 - ევროპა ლიგა).

შეგახსენებთ, გიორბელიძეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში უთამაშია. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში გასულ თვეში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთთან შედგა, რასაც ესპანეთთან და საბერძნეთთან მატჩები მოჰყვა. მისი ასპარეზობიდან გამომდინარე,  ვილი სანიოლი ეროვნულ გუნდში რეგულარულად მიიწვევს.

მასალაში გამოყენებულია gff.ge-ს ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები