მანჩესტერიდან ქობულეთში - Crystalbet ეროვნული ლიგაში კოლინს ტეინორი ითამაშებს
Aa
Aa

მანჩესტერიდან ქობულეთში - Crystalbet ეროვნული ლიგაში კოლინს ტეინორი ითამაშებს

განელი ფეხბურთელი კოლინს ტეინორი Crystalbet ეროვნული ლიგის გუნდში ქობულეთის „შუქურაში“ იასპარეზებს.

23 წლის ფეხბურთელი მანჩესტერ „სიტის“ აკადემიაში 2020 წლამდე ირიცხებოდა, განათხოვრების წესით კი დანიაში და ბელგიაში ასპარეზობდა.

დანიაში ნახევარმცველმა „ნორტსელანდში“, „ ჰობროსა“ და „ტისტედში“ ითამაშა , ხოლო ბელგიაში „ბეერსჰოტში“.

ნახევარმცველს „მანჩესტერ სიტისთან“ ხელშეკრულება 2020 წლის 1 ივლისს დაუსრულდა და ქობულეთელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 

Crystalbet ეროვნული ლიგაში "შუქურა" 8 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებზ. ქობულეთელებმა "სამტრედისა" და "სამგურალს" მოუგეს, ხოლო ბათუმის "დინამოსთან" და ქუთაისის "ტორპედოსთან" ფრე ითამაშეს.

მომდევნო ტურში აჭარული გუნდი "საბურთალოს" დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 11 აპრილს 16:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები