Aa
Aa

ქალ სპორტსმენებმა და მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ქალ სპორტსმენებთან და "მართვეს" წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. 

მინისტრმა და მოადგილეებმა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლებთან, ასევე ანსამბლების „ბასიანი“ და „მართვე“ წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალამდე მსვლელობა მოაწყვეს.

მსვლელობას წარმატებული ქართველი ქალი სპორტსმენები ნინო ოძელაშვილი, სალომე ფაჟავა, ლუბა გოლოვინა, ნინო სალუქვაძე, ირმა ხეცურიანი, ნინი თიბილაშვილი, ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი შეუერთდნენ, რომლებმაც მინისტრთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

თეა წულუკიანი - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები