თვის საუკეთესო მწვრთნელი - ჩისკო ინგლისში გამოარჩიეს
Aa
Aa

თვის საუკეთესო მწვრთნელი - ჩისკო ინგლისში გამოარჩიეს

თბილისის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი და ამჟამ ინგლისური „უოტფორდის“ დამრიგებელი ჩისკო მუნიოსი ჩემპიონშიპის მარტის თვის საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს.

ესპანელმა მწვრთნელმა გასულ თვეში 5 შეხვედრა გამართა და ხუთივეში იმარჯვა. „უოტფორდმა“ მარტის მატჩებში 12 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა, სატურნირო ცხრილში კი „სუონსისა“ და „ბრეთფორდს“ გადაასწრო და მეორე ადგილს იკავებს. 

ჩვენ მოგვწონს ჩვენი სამუშაო და ამიტომ მაქსიმალურად ვიხარჯებით. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ფეხბურთელებისთვის,ასევე გუნდის წევრებისთვისაც. ჯილდო ეკუთვნის ყველას ვინც „უოტფორდში“ შრომობს. ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია გუნდში. თუ ჩვენ ვიქნებით ერთად,იქნება ბევრი წარმატება. ეს ძალიან კარგია,როდესაც გრძნობ,რომ ყველას ერთი მიზანი აქვთ.“ - განაცხადა ჩისკომ

შეგახსენებთ,რომ ჩისკომ „უოტფორდი“ დეკემბრის თვეში ჩაიბარა, რა დროსაც გუნდი ჩემპიონშიპში მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა.

ჩატარებული 40 ტურის შემდეგ „უოტფორდს“ 79 ქულა აქვს და ლიდერ „ნორვიჩს“ 8 ქულით ჩამორჩება. ჩისკოს შეგირდები მომდევნო მატჩს დღეს გამართავენ და „რედინგს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები