სერენამ კრის ევერტს გაასწრო
Aa
Aa

სერენამ კრის ევერტს გაასწრო

სერენა უილიამსი ქალთა ერთეულთა რეიტინგს ზედიზედ 114 კვირის განმავლობაში უდგას და ამ მაჩვენებლით მან ლეგენდარულ თანამემამულე კრის ევერტს გაასწრო. 33 წლის უილიამს-უმცროსი 2013 წლის 18 თებერვლიდან მოყოლებული არ თმობს კლასიფიკაციის ლიდერობას.

ქალთა რეიტინგს კი მიჯრით ყველაზე ხანგრძლივად გერმანელი შტეფი გრაფი და ჩეხური წარმოშობის ამერიკელი მარტინა ნავრატილოვა ედგნენ სათავეში. გრაფი კლასიფიკაციას ზედიზედ 186 კვირის განმავლობაში თავკაცობდა, ნავრატილოვა კი მოწინავე საფეხურზე მიჯრით 156 კვირა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები