Aa Aa
8 აპრილი 2021  |  16:07

''ამ ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ'' - ''ხვიჩასთან თამაში ძალიან კომფორტულია''

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარტის მატჩებისთვის ნაკრებში გურამ გიორბელიძე მიიწვია. ავსტრიული ''ვოლფსბერგერის'' მარცხენა მცველმა შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან თავი კარგად წარმოაჩინა, რაც განსაკუთრებით იმ ფონზეა აღსანიშნავი, რომ 25 წლის მცველი ქვეყნის მთავარ ნაკრებში პირველად მოხვდა.

მოთამაშე CrystalSport-თან ინტერვიუში აღიარებს, რომ სამუშაო ბევრი აქვს, რაც განსაკუთრებით შეტევის დამამთავრებელ ფაზაში უფრო პროდუქტიულ თამაშს გულისხმობს.

მისი თქმით კარიერის გაგრძელების შანსი რუსეთშიც ჰქონდა, თუმცა ყველაზე რეალური და კონკრეტული წინადადება ავსტრიული კლუბიდან მიიღო. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში მოთამაშეს ტრავმის გამო დაახლოებით 4 თვე გაუცდა, თუმცა დაბრუნება და სანაკრებო მატჩებისთვის ფორმაში შესვლა შეძლო.

ინტერვიუ გურამ გიორბელიძესთან

გურამ გიორბელიძე ბოლნისის ''სიონისა'' და გორის ''დილას'' ყოფილი მოთამაშეა. 2020 წლის ზაფხულში ''დილას'' დაემშვიდობა და კარიერა ავსტრიაში გააგრძელა, თუმცა ტრავმის გამო სეზონის პირველი ნახევრის დიდი ნაწილი გაუცდა. მიმდინარე სეზონში გიორბელიძემ ''ვოლფსბერგერის'' რიგებში 12 მატჩი ჩაატარა (7- ბუნდესლიგა, 2 - ავსტრიის თასი, 3 - ევროპა ლიგა). აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერი მიმდინარე წელს, ევროპა ლიგაზე ჟოზე მოურინიოს ''ტოტენჰემთან'' ორივე მატჩში მოედანზე იყო. ამ მატჩებმა მას დიდი გამოცდილება შესძინა.

შეგახსენებთ, გიორბელიძეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში უთამაშია. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში გასულ თვეში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთთან შედგა, რასაც ესპანეთთან და საბერძნეთთან მატჩები მოჰყვა. მისი ასპარეზობიდან გამომდინარე, მას ვილი სანიოლი ეროვნულ გუნდში რეგულარულად მიიწვევს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში