საქართველო VS საფრანგეთი - ინფორმაცია მატჩზე დასწრების შესახებ
Aa
Aa

საქართველო VS საფრანგეთი - ინფორმაცია მატჩზე დასწრების შესახებ

ფუტსალის ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩის, საქართველო - საფრანგეთის, ბილეთების გაყიდვა 8 აპრილს, 15:00 საათზე დაიწყება.

Covid 19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ TKT.ge-ს.

საქართველო - საფრანგეთის მატჩზე დასასწრებად შესაბამისი რეგულაციები იმოქმედებს. თამაშს გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რაც დარბაზის საერთო ტევადობის 30 პროცენტს მოიცავს.

ქვეყანაში არსებული Covid 19-ის რეგულაციების დასაცავად და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, გულშემატკივრებს მოვუწოდებთ მატჩის მასპინძელ დარბაზში დროულად მობრძანდნენ.

დარბაზის შესასვლელები გაიღება 16:00 საათიდან

დარბაზის ტერიტორიაზე შესვლამდე მოხდება ყველა გულშემატკივრის თერმოსკრინინგი

დარბაზის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება

ტრიბუნაზე თავისუფალი ადგილები აღნიშნულია სტიკერით. სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს მხოლოდ ის ადგილი, სადაც დასაშვებია დაჯდომა

რეგულაციების შესაბამისად, არ იფუნქციონირებს კვების ობიექტები, თუმცა დარბაზის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იქნება სასმელი წყალი.

საქართველოსა და საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 9 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს  სტუმრად რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

დავით მუჯირი საქართველო - საფრანგეთის მატჩის შესახებ:

წყარო და ფოტო - nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები