ევროპის ჩემპიონატი - კახი ასანიძემ მე-7 ადგილი დაიკავა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - კახი ასანიძემ მე-7 ადგილი დაიკავა

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ძალები კახი ასანიძემ მოსინჯა. ქართველი ძალოსანი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩა.

ასანიძემ ატაცში 3-დან ორი მისვლა გამოიყენა და 144/148 დაძლია, 151 კი ვერ ასწია და ამ მოძრაობაში მე-8 ადგილზე გავიდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში თავი 172/179 კილოგრამს გაართვა და მე-7 საფეხური დაიკავა, ასეთივე ადგილი ერგო ორჭიდში 327 კილოგრამით.

ევროპის ჩემპიონი დანიიარ ისმაილოვი გახდა, რომელმაც 341 კილოგრამით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მარინ რობუ ვერცხილს მედალს დასჯერდა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი ბრიკენ ცალია გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები