Aa
Aa

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სათამაშო დრო" - კვარაცხელიას პირველი კომენტარი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სამომავლო გეგმებსა და შესაძლო ტრანსფერზე პირველი კომენტარი გააკეთა.

ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში, „იმედის დღეში“ ქართველმა შემტევმა ისიც განაცხადა, რომ მისი ოცნება მადრიდის „რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მისი მთავარი მიზანი ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნებაა, თუმცა დასძინა, რომ გრანდებისგან წინადადების მიღების შემთხვევაში, ხვიჩას ყაზანში დატოვება გაუჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები