Aa
Aa

"ერთი კვირა წვეულებებზე დავდიოდი" - 8 წელი კონორის დებიუტიდან

2013 წლის 6 აპრილს, UFC-ის ყველაზე გამორჩეული მებრძოლის, კონორ მაკგრეგორის დებიუტი შედგა. ირლანდიელი თავისთვის პირველ ბრძოლაში მარკუს ბრიმეიჯს დაუპირისპირდა და იოლი გამარჯვება იზემა.

კონორმა დღეს, მაშინდელი ამბები გაიხსენა.

ეს დღე ძალიან კარგად მახსენდება. გამარჯვება მოვიპოვე და MMA-ში მე-12 ნოკაუტით მოგება გავიფორმე. დებიუტის შესახებ 9 კვირით ადრე გავიგე. ერთი კვირა წვეულებებზე დავდიოდი და ბოლომდე ვერთობოდი. შემდეგი 8 კვირა კი გადავედი დასთან, რომელიც სპორტდარბაზთან ახლოს ცხოვრობდა.

ვიღვიძებდი, ვვარჯიშობდი, მივდიოდი სახლში, ვისვენებდი და კვლავ ვვარჯიშობდი. ერთი დღე არ დამისვენია, რადგან კარგად ვაცნობიერებდი, რომ UFC-ში წარმატებულ დებიუტს ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო. ზუსტად ამ მონდომებამ მიმიყვანა საჩემპიონო ქამრამდე", - აღნიშნა კონორმა. 

შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს, კონორ მაკგრეგორი დასტინ პორიეს მესამედ დაუპირისპირდება. ბრძოლას სრულიად UFC-ის სამყარო მოუთმენლად ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები