Aa
Aa

"სიტი" ლიონელ მესის სანაცვლოდ ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო თანხას იხდის!

როგორც ბრიტანული გამოცემა "The Sun" იუწყება, "მანჩესტერ სიტი" მზად არის, რომ კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის სანაცვლოდ 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი (115 მილიონი ევრო) გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წინადადებით მანჩესტერულებს "ბარსელონას" ხელმძღვანელობისთვის ჯერ არ მიუმართავთ, თუმცა ლიონელ მესით დაინტერესების ფაქტი თავად "ქალაქელებმაც" დაადასტურეს.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტრანსფერი შედგა, ეს ფეხბურთის ისტორიის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგება იქნება. როგორც მოგეხსენებათ, ამ მხრივ ჯერ-ჯერობით პირველ ადგილს პოლ პოგბა იკავებს, რომელიც გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედს" ტურინის "იუვენტუსიდან" 89 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები