6 აპრილი, 2002 წ. - ბუნდესლიგის მატჩისას ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სასაცილო ავტოგოლი გავიდა
Aa
Aa

6 აპრილი, 2002 წ. - ბუნდესლიგის მატჩისას ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სასაცილო ავტოგოლი გავიდა

2002 წლის 6 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის ეგიდით, "კოტბუსისა" და "გლადბახის" მატჩისას, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ავტოგოლი გავიდა. 

86-ე წუთისთვის, კოტბუსელები, რომლებიც ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ, 3:2-ს იგებდნენ, რა დროსაც მათმა ბოსნიელმა მეკარემ, ტომისლავ პიპლიცამ საოცრება ჩაიდინა - მას კარისკენ დაღმავალი სუსტი დარტყმული თავში დაეცა და ბადეში შევარდა.

მატჩი ფრედ - 3:3 დასრულდა და საბოლოოდაც, პიპლიცას გუნდმა იმ სეზონის მიზანს მიაღწია, ბუნდესლიგაში მე-13 ადგილზე გავიდა და უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

ტომისლავ პიპლიცა "კოტბუსის" ლეგენდაა. კლუბის მაისურით 1998-2009 წლებში, ჯამში 260 მატჩი ჩაატარა, რაც კოტბუსელთა ისტორიაში მე-2 შედეგია. კარიერის დასრულების შემდეგ, 2009-2011 წლებში, ამავე კლუბის მეკარეების მწვრთნელი და სკაუტი იყო, ხოლო 2010-2014 წლებში ბოსნიის ნაკრების მეკარეთა დამრიგებლად მუშაობდა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - კარიერის დამთავრებიდან უფეხბურთოდ დიდხანს ვერ გაძლო და 2013 წელს, გერმანიის მე-6 დივიზიონის კლუბ "ელიენბურგში" ჩაირიცხა, თუმცა 10 შეხვედრა გამართა და მხრის მოტეხვის შემდეგ აქტიური სპორტიდან უკვე საბოლოოდ წავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები