მორიგი დანაკლისი - ვარანს COVID 19 დაუდასტურდა
Aa
Aa

მორიგი დანაკლისი - ვარანს COVID 19 დაუდასტურდა

მადრიდის „რეალის“ ფრანგ მცველს რაფაელ ვარანს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

„სამეფო კლუბის“ ფეხბურთელი დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩს „ლივერპულთან“ გამოტოვებს.

 შეგახსენებთ,რომ ინგლისელებთან დღევანდელ მატჩს ასევე სერხიო რამოსი გამოტოვებს.

ლეგენდარული ზინედინ ზიდანი დაცვის ხაზში ედერ მილიტაოსა და ნაჩოს იმედზე დარჩა. 

გუშნდელ გამართულ პრესკონფერენციაზე ზიდანმა ლივერპულთან მატჩზე ისაუბრა :

ეს ფლეი-ოფია, ფინალია, რომელიც 180 წუთს ან უფრო მეტ ხანს გაგრძელდება. ვიცით ამ მატჩში რაც გველის და მასზე მაქსიმალურად ვართ კონცენტრირებულნი. ჩვენ ვიცით, რომ ლივერპულთან რთული და მომთხოვნი მატჩი გვექნება. ამ დონეზე ნებისმიერ მეტოქესთან დაპირისპირება რთულია. ვიცით, რომ ლივერპული ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ჩვენმა მეტოქემ იცის, თუ რა არის საჭირო, რათა გაიმარჯვონ, ისევე როგორც ჩვენ. ეს იქნება რთული დაპირისპირება ორ მხარეს შორის, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა ბევრჯერ მოიგეს. სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია.

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიყება. დღესვე მეოთხედფინალში „სიტი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები