შენგელიას 10 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ცსკა ზენიტთან დამარცხდა
Aa
Aa

შენგელიას 10 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ცსკა ზენიტთან დამარცხდა

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ VTB გაერთიანებულ ლიგაზე მორიგი შეხვედრა გამართა და გათამაშების ლიდერს, „ზენიტს“ დაუპირისპირდა. „არმიელებმა“ მატჩი ცუდად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 9 ქულით წააგეს, დიდ შესვენებაზე კი მეტოქეს 8 ქულით ჩამორჩებოდნენ.

მეორე ნახევრის სტარტზე ინიციატივას კვლავ „ზენიტი“ ფლობდა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 17-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა. ცსკა-მ ბოლომდე იბრძოლა და მეოთხე მეოთხედში ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა, თუმცა ეს მოსკოველთა მაქსიმუმი აღმოჩნდა და შენგელიას გუნდი 77-81 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 23 წუთი და 44 წამი გაატარა. თოკომ ამ დროში 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიამ 7-დან 4 ორიანი და 5-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

„ზენიტთან“ მარცხის შემდეგ, ცსკა-ს 15 მოგება და 6 წაგება აქვს და VTB გაერთიანებულ ლიგაზე მე-3 გახლავთ. „არმიელებს“ ამ ტურნირზე მომდევნო მატჩი საკუთარ კედლებში, აუტსაიდერ „ასტანასთან“ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები