ევროპის ჩემპიონატი - საქართველო 14 ძიუდოისტით ლისაბონში
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - საქართველო 14 ძიუდოისტით ლისაბონში

16-18 აპრილს, პორტუგალიის ქალაქი ლისაბონი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე 14 სპორტსმენით (9 ვაჟი;5 გოგონა) წარსდგება. თუმცა, შესაძლოა, ტურნირს დაწყებამდე შემადგენლობაში ცვლილებები მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ გასამართ შეჯიბრებას მოქმედი ევროპის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი გამოტოვებს. საქართველოს მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება :

60 კგ. - თემურ ნოზაძე; 66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი; 73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი; 90 კგ. - ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი; 100 კგ. - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი; + 100 კგ. - გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი.

გოგონათა ნაკრები: 52 კგ. - მარიამ ჯანაშვილი, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი; 57 კგ. - ეთერ ლიპარტელიანი; 70 კგ. - მარიამ ჭანტურია; + 78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ევროპის ჩემპიონატს პრაღამ უმასპინძლა და საქართველოს დელეგაციამ 6 მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი ტატო გრირაგალაშვილმა დაისაკუთრა, ვერცხლს ლაშა შავდათუაშვილი დასჯერდა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლუკა მაისურაძის, ბექა ღვინიაშვილის, გურამ თუშიშვილისა და ლევან მატიაშვილის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები