ძალოსნობა - მიშველიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი აიღო
Aa
Aa

ძალოსნობა - მიშველიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი აიღო

შოთა მიშველიძემ ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა!

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ, წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ ატაცში 131/135 დაძლია და საქართველოს ძალოსანთა ყულაბას 2021 წლის პირველი მედალი შესძინა!

ძალოსანმა აკვრაში 155 დაძლია და მე-5 ადგილზე გავიდა, თუმცა ორჭიდის ჯამში 290 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა!

რუსულ ფიცარნაგზე 61 კგ. კატეგორიაში რამინ შამილიშვილიც გამოვიდა, ძალოსანმა ატაცში 124 კილოგრამს გაართვა თავი და მე-8 ადგილზე გავიდა. შამილიშვილი აკვრაში დაძლეული 147/155 კილოგრამით მე-7, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 279კილოგრამით მე - 9 ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები