გოგიჩაშვილის ლელო და განადგურებული ედინბურგი - რასინგი მეოთხედფინალშია!
Aa
Aa

გოგიჩაშვილის ლელო და განადგურებული ედინბურგი - რასინგი მეოთხედფინალშია!

ევროპული რაგბის ჩემპიონთა თასის მერვედფინალში "რასინგი" "ედინბურგს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 56:3 დაამარცხა. ცნობისთვის, "რასინგში" საქართველოს ნაკრების წევრი გურამ გოგიჩაშვილი თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა ამის შემდეგ ფრანგულმა გუნდმა მოწინააღმდეგეს ზედიზედ 7 ლელო დაუდო და არაფრის შანსი არ დაუტოვა.

გოგიჩაშვილი მატჩში მეორე ტაიმში გამოჩნდა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. "რასინგის" მრავალსვლიანი შეტევის შემდეგ ლელო სწორედ ქართველმა მორაგბემ დადო.

შეგახსენებთ, რომ "რასინგი" მეოთხედფინალში კიდევ ერთ ფრანგულ კლუბს "ბორდოს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 11 აპრილს თბილისის დროით 16:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები