Aa
Aa

"ბოდიშს ვიხდი" - არტეტა ლივერპულთან მარცხის შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „არსენალმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „მეთოფეთა“ თავკაცმა მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა არტეტამ?

„პირველ რიგში გულშემატკივრებს იმ თამაშისთვის, რომელიც ნახეს ბოდიშს ვუხდი. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ და როდესაც „ლივერპულის“ წინააღმდეგ ასე თამაშობ სასურველ შედეგს ვერასდროს მიაღწევ.

ეს ყველაფერი დაუშვებელი და მიუღებელია. დარწმუნებული ვარ გულშემატკივრებიც ასე ფიქრობენ. ბევრს ვშრომობთ და ვმუშაობთ, მაგრამ რაც მერსისაიდელებთან მოხდა, ახლოსაც არ არის ჩვენს მიზნებთან

მოწინააღმდეგემ იდეალურად ითამაშა. შოკში ვიყავი. ჩვენი თამაში ძალიან დაბალი დონის იყო. კამერებთან, მინდორზე და გასახდელში საუბარი ადვილია. ჩვენ კრიტიკა უნდა მივიღოთ, რადგან დავიმსახურეთ.“

სატურნირო მდგომარეობა

30 ტურის შემდეგ „არსენალს“ 42 ქულა დაუგროვდა და ამ შედეგით მე-9 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება „ლივერპულს“, მერსისაიდელები ამ გამარჯვების შემდეგ 49 ქულით მე-5 ადგილზე აღზევდნენ.

მომდევნო მატჩს არტეტას გუნდი 11 აპრილს სტუმრად „შეფილდის“ წინააღმდეგ გამართავს. კლოპის შეგირდები კი 10 აპრილს „ასტონ ვილას“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები