ჰოლანდისთვის ბრძოლაში 2 ფავორიტი გამოიკვეთა
Aa
Aa

ჰოლანდისთვის ბრძოლაში 2 ფავორიტი გამოიკვეთა

ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლა უკვე დაწყებულია. მინო რაიოლა ფეხბურთელის მამასთან ერთად ესპანეთში იმყოფებოდა, ამჟამად კი შეთავაზებებს ინგლისური კლუბებისგან ისმენს.

Express-ის ცნობით, ჰოლანდს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარიანტი დიდად არ ხიბლავს. „დორტმუნდიდან“ „მანკუნიანელთა“ რიგებში სინჯი კაგავა და ჰენრიხ მხითარიანიც გადავიდნენ, თუმცა „ოლდ ტრაფორდზე“ ფეხი ვერცერთმა მათგანმა ვერ მოიკიდა. გარდა ამისა, „მანკუნიანელთა“ ამჟამინდელი მდგომარეობა ფეხბურთელისთვის არც ისე მიმზიდველია.

რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, პეპ გუარდიოლამ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ გუნდი ჰოლანდისთვის ვერ იბრძოლებდა. „ჩელსის“ კი ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილი აქვს დასაკმვიდრებელი, რაც მათ ნორვეგიელისთვის ბრძოლაში არახელსაყრელ პირობებში ამყოფებთ.

ამ ყველაფრის ფონზე, ჰოლანდისთვის ბრძოლაში 2 ფავორიტი გამოიკვეთა - „ბარსელონა“ და „რეალი“.

ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ ჰოლანდი „დორტმუნდს“ ამ ზაფხულს დატოვებს და არა 1 წლის შემდეგ, როგორც ეს გერმანულ კლუბს სურს. ამის მიზეზი ბუნდესლიგაში მათი პოზიციაა. „აინტრახტთან“ მარცხის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მე-4 ადგილთან „დორტმუნდს“ უკვე 7 ქულა აშორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები