მორიგი კარგი თამაში - ბითაძის 8 ქულა და ინდიანას გამარჯვება ოვერტაიმში
Aa
Aa

მორიგი კარგი თამაში - ბითაძის 8 ქულა და ინდიანას გამარჯვება ოვერტაიმში

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო. სტუმრად „სან ანტონიოსთან“ გამართული დაპირისპირება ინდიანაპოლისელებმა ოვერტაიმში მოიგეს და საბოლოო ანგარიში 139:133 დააფიქსირეს.

წინა შეხვედრებში კარგი თამაში დაუფასდა ქართველ ცენტრს, რომელმაც ჯამში 14 წუთი და 38 წამი ითამაშა. მისი მონაგარი 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 გადაცემა იყო. გოგას მარგი ქმედების კოეფიციენტი ამჯერადაც კარგი ჰქონდა - +19.

გოგამ 4-დან ორი ოქრულიანი ჩააგდო და 4-დან ოთხივე საჯარიმო გამოიყენა. ერთი არაზუსტი სამიანიც სტყორცნა, ბურთი ერთხელ დაკარგა და სამი ფოლიც მიიღო. მისი თამაში საერთო ჯამში ამჯერადაც დადებითად შეფასდა.

დომანტას საბონისის გარეშე მოთამაშე „პეისერსს“ 26 ქულით, 8 პასითა და 4 მოხსნით კარის ლევერტმა ულიდერა. „ინდიანამ“ გუნდური კალათბურთი შემოგვთავაზა და ერთბაშად სამმა მოთამაშემ 18 ქულის ჩაგდება შეძლო - აარონ ჰოლიდეი, ტი ჯეი მაკკონელი და მაილს ტერნერი.

„სან ანტონიოს“ მხრიდან საუკეთესო 25 ქულით დემარ დეროუზენი იყო. 20 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა კელდონ ჯონსონს.

„პეისერსისთვის“ ეს გამარჯვება რიგით 22-ე გამოდგა. ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-9 პოზიციაზე იმყოფება. ინდიანაპოლისელები მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს „ჩიკაგო ბულსის“ წინაარმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები