ლამის ცემა - ნეიმარის მორიგი უხეშობა და წითელი ბარათი
Aa
Aa

ლამის ცემა - ნეიმარის მორიგი უხეშობა და წითელი ბარათი

ლიგა 1-ის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „პარი სენ ჟერმენმა“ „ლილს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.

ეს მატჩი ინტერესს სატურნირო მდგომარეობის გამო იწვევდა. პარიზელებს და „ლილს“ ერთნაირი ქულების რაოდენობა ჰქონდათ და გამარჯვებული გათამაშების ლიდერი გახდებოდა. სტუმრებმა ჯონათან დავიდის ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვეს.

შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. 90-ე წუთზე მინდვრიდან ნეიმარი გააძევეს. ამის მიზეზი კი მისი უხეშობა გახდა. პარიზელთა შეტევის დროს ბურთი ბრაზილიელმა მიიღო, მას კი პორტუგალიელი დიალო გამოეკიდა და ბურთის ართმევა სცადა. „ლილის“ მარჯვენა მცველი ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია და ნეიმარს საკმაოდ მარტივად გაუმკლავდა.

ეს ყველაფერი 30 წლის შემტევმა ვერ მოითმინა და დიალოს წინააღმდეგ არასპორტულად მოიქცა. მსაჯმა მას ეს არ აპატია და წითელი ბარათი აუფრიალა.

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი მატჩები

როგორც უკვე მოგახსენეთ, „ლილი“ ლიგა 1-ს ჩაუდგა სათავეში. პოჩეტინოს გუნდი კი 63 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.

„პარი სენ ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგაზე 7 აპრილს მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება. პსჟ მეოთხედფინალურ სტადიაზე „ბაიერნს“ ესტუმრება. განმეორებითი შეხვედრა 13 აპრილით თარიღდება.

ცნობისთვის, გერმანულ გრანდს ტრავმის გამო ლევანდოვსკი არ ეყოლება, პარიზელებს კი მარკო ვერატი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები