Aa
Aa

"ნუ მეკითხებით, არ ვაპირებ საუბარს!" - გუარდიოლა ჰოლანდის ტრანსფერზე

ერლინგ ჰოლანდის შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. ნორვეგიელ თავდამსხმელს არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ. მათ შორის „მანჩესტერ სიტის“.

„ქალაქელთა“ თავკაცი 20 წლის შემტევის შესაძლო ტრანსფერზე საუბარს თავს არ არიდებს. ამის მიზეზად კი საკუთარი ფეხბურთელების პატივისცემას ასახელებს.

ცნობილია, რომ ფეხბურთელის მამა ალფ-ინგე და აგენტი მინო რაიოლა  ბრიტანეთში იმყოფებოდნენ და პრემიერ ლიგის გუნდების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. სასაუბრო თემა ერლინგის ტრანსფერს შეეხებოდა.

რა თქვა გუარდიოლამ?

გაიგეთ რომ არ ვაპირებ სხვა გუნდის ფეხბურთელზე საუბარს. ჩემი მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთება ჰოლანდის და „დორტმუნდის“ უპატივცემულობა იქნება.

სეზონის დასრულებამდე 2 თვეა და ჩემი ფეხბურთელები იმსახურებენ მწვრთნელისგან იმდენ პატივისცემას, რომ სხვა გუნდის მოთამაშეზე არ ვილაპარაკო.

მე რომ ფეხბურთელი ვიყო და მწვრთნელი სხვა ფეხბურთელზე ლაპარაკობდეს უხეშად ვკითხავდი - „რა ჯანდაბას აკეთებ?“

წლებია ყველამ კარგად იცის, რომ სხვა გუნდის მოთამაშეებზე არასდროს ვსაუბრობ. ეს ჩემი სტილი არ არის!“

შეძლებს "მანჩესტერ სიტი" ჰოლანდის ყიდვას?

ცნობილი გახდა, რომ სერხიო აგუერო სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. აქედან გამომდინარე „ქალაქელებს“ ახალი ფეხბურთელი თავდამსხმელი ჭირდებათ.

მანჩესტერულ გრანდს ერლინგ ჰოლანდთან ერთად „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინიც დაუკავშირეს, თუმცა პეპ გუარდიოლამ უკანასკნელ ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბი მომავალ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდ თანხებს არ დახარჯავს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები