პოჩეტინო:
Aa
Aa

პოჩეტინო: "ბაიერნს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი მიზანი ნახევარფინალია"

მაურისიო პოჩეტინომ მიუნხენის „ბაიერნთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე და კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა.

„ჩვენ სულელები არ ვართ. ბაიერნი მარტივი მეტოქე არ არის. ისინი ჯერ კიდევ ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან, მაგრამ ამის გამო არასრულფასოვნების კომპლექსი არ უნდა გვქონდეს.

მიუნხენში პატივისცემით ჩავალთ, თუმცა ჩვენი მიზანი ნახევარფინალში გასვლაა.

ლევანდოვსკი უდიდესი ფეხბურთელია, თუმცა ბაიერნი მხოლოდ ის არ არის. ბაიერნის ძალა მის გუნდურობაშია.

მბაპე? იმედი მაქვს ის აქ მრავალი წლით დარჩება. ამას ეგოისტურად არ ვამბობ, ეს კლუბისთვისაც და ქალაქისთვისაც კარგი იქნება. მას შეუძლია გუნდს დიდი მიზნების მიღწევაში დაეხმაროს“.

„ბაიერნთან“ მატჩის წინ იმედიანად არის განწყობილი თავად კილიან მბაპეც:

„ჩვენი მეტოქე შესანიშნავი გუნდია. მიუნხენში მშვიდები და თავდაჯერებულები მივდივართ. ეს არის მატჩი, რომლის ნახვაც ხალხს სურს - ლამაზი თამაში. კარგი შოუ უნდა მოვაწყოთ. იმედი მაქვს პარიზში გამარჯვებულები დავბრუნდებით“.

შეგახსენებთ, რომ „რეკორდმაისტერს“ ანდორასთან მატჩში დაშავებული ლევანდოვსკი 1 თვით გამოაკლდა. პსჟ-ს კი მარკო ვერატი ვერ დაეხმარება, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები