შენგელიას 11-ქულიანი მატჩი - ცსკა-მ ხიმკი გაანადგურა
Aa
Aa

შენგელიას 11-ქულიანი მატჩი - ცსკა-მ ხიმკი გაანადგურა

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგაზე ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა. „არმიელებმა“ „ზენიტის“ დამარცხების შემდეგ, კიდევ ერთი რუსული დერბი გამართეს და ამჯერად „ხიმკის“ წინააღმდეგობა დაძლიეს.

ცსკა-მ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია. „არმიელებმა“ პირველი მეოთხედი 4 ქულით მოიგეს, დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, გადამწყვეტი პერიოდის წინ მეტოქეს 29 ქულით უსწრებდნენ და საბოლოოდ, 97-72 იმარჯვეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში ვიხილეთ და ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე 20 წუთი და 21 წამი გაატარა. თოკომ აქტივში 11 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა. შენგელიამ 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი გააცუდა და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 13-ს უწია.

შეგახსენებთ, რომ „ხიმკის“ დამარცხების შემდეგ, ცსკა-ს 22 მოგება და 10 მარცხი აქვს. „არმიელები“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში მხოლოდ „ბარსელონას“ ჩამორჩებიან და მომდევნო შეხვედრა 8 აპრილს, „ლიონ-ვილერბანის“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები