Aa
Aa

"სამტრედიას" პირველი გამარჯვება - Crystalbet ეროვნული ლიგა დაბრუნდა

სანანკრებო პაუზის შემდეგ Crystalbet ეროვნული ლიგა განახლდა.

ტურის პირველი შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა,სადაც „სამგურალმა“ გია ცეცაძის გაწვრთნილ „სამტრედიას“ უმასპინძლა.

დაძაბული შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 0:1 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე მათე კვირკვიამ გაიტანა.

დღის მეორე შეხვედრა კი ქუთაისში გაიმართა,სადაც „ტორპედო“ ქობულეთის „შუქურას“დაუპირისპირდა.

მიუხედავად ბევრი მომენტისა შეხვედრაში უგოლო ფრე დაფიქსირდა.

Crystalbet ეროვნული ლიგა კი ხვალ განახლდება. ტურის ცენტრალურ მატჩში ბათუმის „დინამო“ გორში „ლოკომოტივს“ 14:00 საათზე უმასპინძლებს.

გიორგი ჭიაბრიშვილი - "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კი „საბურთალო“ „თელავს“ 15:45 საათზე დაუპირისპირდება.

ლევან კორღალიძე - "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი

ტურის ბოლო შეხვედრა კი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართბა, სადაც გიორგი ნემსაძის გაწვრთნილი თბილისის „დინამო“ Crystalbet ეროვნული ლიგის ლიდერს გორის „დილას“ 17:30 საათზე შეხვდება. აღსანიშნავია,რომ გიორგი ნემსაძე ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. 

შეგახსენებთ,რომ გასულ სეზონში "დილა" საპრიზო ადგილებზე გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები