''გიორბელიძეს ეს ვერ წარმოედგინა, მაგრამ შეუძლებელია შრომა არ დაგიფასდეს''
Aa
Aa

''გიორბელიძეს ეს ვერ წარმოედგინა, მაგრამ შეუძლებელია შრომა არ დაგიფასდეს''

საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა გურამ გიორბელიძემ მარტში გამართულ მატჩებში თავი კარგად წარმოაჩინა. ''ვოლფსბერგერის'' მარცხენა მცველი შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან საკმაოდ აქტიური იყო, აღნიშნულ მატჩებში მან დიდი შრომა გასწია.

25 წლის მარცხენა მცველის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-მცველმა გიორგი ფოფხაძემ CrystalSport-თან ისაუბრა.

გურამ გიორბელიძე ბოლნისის ''სიონისა'' და გორის ''დილას'' ყოფილი მოთამაშეა. 2020 წლის ზაფხულში ''დილას'' დაემშვიდობა და კარიერა ავსტრიაში გააგრძელა, თუმცა ტრავმის გამო სეზონის პირველი ნახევრის დიდი ნაწილი გაუცდა. მიმდინარე სეზონში გიორბელიძემ ''ვოლფსბერგერის'' რიგებში 11 მატჩი ჩაატარა (6- ბუნდესლიგა, 2 - ავსტრიის თასი, 3 - ევროპა ლიგა).

შეგახსენებთ, გიორბელიძეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში უთამაშია. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში გასულ თვეში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთთან შედგა, რასაც ესპანეთთან და საბერძნეთთან მატჩები მოჰყვა. მისი ასპარეზობიდან გამომდინარე, მას ვილი სანიოლი ეროვნულ გუნდში რეგულარულად მიიწვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები