ზაზამ დაადასტურა: ფაჩულია COVID-19-ის ვაქცინით აიცრა
Aa
Aa

ზაზამ დაადასტურა: ფაჩულია COVID-19-ის ვაქცინით აიცრა

''გოლდენ სტეიტ უორიორსის'' ექს-კალათბურთელი ზაზა ფაჩულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაციის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ facebook-ის საშუალებით ოფიციალურ გვერდზე დაწერა და შესაბამისი ფოტო გამოაქვეყნა.

Vaccinated☑️

Posted by Zaza Pachulia on ხუთშაბათი, 01 აპრილი, 2021

მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნა­ცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ყოველდღიურად აცრა და­ახ­ლო­ე­ბით 15,3 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ანს უტარ­დე­ბა. რამდენიმე სახის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოიყენებენ, აშშ-ში კი, სადაც ფაჩულია იმყოფება, ''ფაიზერ-ბიონტეკის'' ვაქცინას მიანიჭეს უპირატესობა.

შეგახსენებთ, Big Z-მ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 16 წელი გაატარა და "ორლანდო მეჯიქის", "მილუოკი ბაქსის", "ატლანტა ჰოქსის", "დალას მავერიქსის", "გოლდენ სტეიტ უორიორსის" და "დეტროიტ პისტონსის" ღირსებას იცავდა.

ფაჩულიას კარიერის საუკეთესო მომენტი სწორედ ოკლენდურ გუნდს უკავშირდება. "გოლდენ სტეიტთან" ერთად ქართველმა ცენტრმა NBA-ს ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები