ამჯერად მადრიდში გაფრინდნენ - რაიოლა და ალფ-ინგე ჰოლანდი პერესს ხვდებიან
Aa
Aa

ამჯერად მადრიდში გაფრინდნენ - რაიოლა და ალფ-ინგე ჰოლანდი პერესს ხვდებიან

დღეს ცნობილი გახდა, რომ მინო რაიოლა და ჰოლანდის მამა, ალფ-ინგე ჰოლანდი ბარსელონაში ჩაფრინდნენ და აეროპორტში მათ „ბლაუგრანას“ პრეზიდენტთან, ხოან ლაპორტასთან დაახლოებული პირი დახვდა. Mundo Deportivo იტყობინება, რომ მხარეებს შორის შეხვედრა ერლინგის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშრებით მოხდა.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ რაიოლამ და ნორვეგიელი თავდამსხმელის მამამ მადრიდში გადაინაცვლეს და ფლორენტინო პერესს ხვდებიან. სასაუბრო თემა, რა თქმა უნდა, ერლინგის ტრანსფერს შეეხება.

ვინ ინტერესდება ჰოლანდით?

მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" გარდა 20 წლის თავდამსხმელით "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდებიან, თუმცა, როგორც ჩანს ყველაზე მეტს ესპანური გრანდები აქტიურობენ.

ერლინგი მიმდინარე სეზონში

ნორვეგიელი ვარსკვლავი მიმდინარე სეზონში ბრწყინავს. ჰოლანდი ამ მომენტისთვის 10 გოლით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. რაც შეეხება ბუნდესლიგას, ერლინგს 26 ტურის შემდეგ 21 შედეგიანი დარტყმა და 4 საგოლე პასი დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები