ზაზა ფაჩულიას
Aa
Aa

ზაზა ფაჩულიას "მილოუკიმ" "ჩიკაგოს" მეხუთე მატჩი მოუგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის მეხუთე მატჩში, “ჩიკაგო ბულზი” შინ ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქს” დაუპირისპირდა. “ხარებმა” ვერცერთი პერიოდის მოგება ვერ შეძლეს, საბოლოოდ კი 88:94 დამარცხდნენ. “ჩიკაგო” სერიას 3:2 იგებს. მომდევნო მატჩი 30 აპრილს მილუოკიში გაიმართება. ვისკონსინელთა მოგების და ანგარიში გათანაბრების შემთხვევაში გადამწყვეტი, მეშვიდე მატჩი ჩიკაგოში 2 მაისს გაიმართება.

ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 24 წუთი და 52 წამი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 9 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. მან 9-დან 4 ორქულიანი და ერთადერთი საჯარიმო სროლა ზუსტად გამოიყენა.

“მილუოკის” რიგებში კარტერ-უილიამსი 22 ქულით და კრის მიდელტონი 21 ქულით გამოირჩნენ. “ჩიკაგოში” საუკეთესო პო გასოლი იყო (25 ქულა, 10 მოხსნა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები