დელ ბოსკე: „ბარსელონა“ და „რეალი“ გონს უნდა მოეგონ
Aa
Aa

დელ ბოსკე: „ბარსელონა“ და „რეალი“ გონს უნდა მოეგონ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს განცხადებით, განვლილ "ელ კლასიკოში" ესპანელ ფეხბურთელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რაც ქვეყნის ფეხბურთისთვის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს.

"წინა წლებში "ელ კლასიკოს" ყურება ესპანელთათვის კიდევ იმით იყო საინტერესო, რომ მათი თანამემამულეები იყვნენ მოედანზე. ახლა კი რა ვიხილეთ? მადრიდის "რეალის" სასტარტოში კასილიასი, კარვახალი, რამოსი და ისკო ირჯებოდნენ. "ბარსელონას" თერთმეტეულში კი პიკე, ალბა და ინიესტა. გასულ წლებში, ამ გუნდების დაპირისპირებაში მონაწილე 22 ფეხბურთელიდან მინიმუმ 10-11 სწორედ ესპანეთს წარმოადგენდა. ლუის ენრიკემ მოედანზე ბუსკეტსი და ხავიც შემოიყვანა, მაგრამ ეს არ კმარა. ანალოგიურის თქმა შემიძლია ანჩელოტის ცვლილებაზე, როდესაც თამაშში ხესე ჩაერთო. საგანგებოდ მივმართავ კლუბებს, გონს მოეგეთ და გაითავისეთ, რომელი ქვეყნის კლუბებს წვრთნით. მესი, ნეიმარი, სუარესი - არცერთი მათგანი ესპანელი არ არის. იგივეს თქმა შეიძლება ბეილი, რონალდუ, ბენზემას ტრიოზე. იმედი მაქვს ესპანური გრანდები ადგილობრივ მოთამაშეებს უფრო მეტ ყურადრებას მიაქცევენ.“ - განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები