EURO 2020 მხოლოდ ლონდონში და პეტერბურგში?
Aa
Aa

EURO 2020 მხოლოდ ლონდონში და პეტერბურგში?

გასულ წელს ევრო 2020 უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა და ხსენებული ჩემპიონატი მიმდინარე წლის ივნისში უნდა დაიწყოს.

ახლანდელი მონაცემებით ევროპის ჩემპიონატის თამაშები 12 სხვადასხვა ქალაქში უნდა გაიმართოს. საუბარი ამსტერდამზე, სანკტ-პეტერბურგზე, ბაქოზე, კოპენჰაგენზე, ბილბაოზე, ბუქარესტზე, გლაზგოზე, დუბლინზე, მიუნხენზე, რომზე, ლონდონზე და ბუდაპეშტზეა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ტანქრედი პალმიერი გულშემატკივრებს ახალ ინფორმაციას აწვდის. მისი თქმით, კორონავირუსის გამო უეფა განიხილავს მასპინძელთა ქვეყნების რაოდენობის შემცირებას. პალმიერი წერს, თუ ყველა ჩამოთვლილი ქვეყანა უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს ლონდონი და სანკტ-პეტერბურგი ყველაზე უსაფრთხო და რეალური ადგილია სადაც ევროპის ჩემპიონატის ჩატარება იქნება შესაძლებელი.

ევრო 2020-ის ჯგუფები

ჯგუფი A: თურქეთი, იტალია, შვეიცარია, უელსი.

ჯგუფი B: დანია, ფინეთი, ბელგია, რუსეთი.

ჯგუფი C: ნიდერლანდები, უკრაინა, ავსტრია, ჩრდ.მაკედონია.

ჯგუფი D: ინგლისი, შოტლანდია, ხორვატია, ჩეხეთი.

ჯგუფი E: ესპანეთი, შვედეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი.

ჯგუფი F: უნგრეთი, პორტუგალია, გერმანია, საფრანგეთი. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს და 11 ივლისს დასრულდება. იმასაც გეტყვით, რომ A ჯგუფის თამაშები რომში და ბაქოშია დაგეგმილი. B ჯგუფი - კოპენჰაგენი/სანკტ-პეტერბურგი. C ჯგუფი - ამსტერდამი/ბუქარესტი. D ჯგუფი - ლონდონი/გლაზგო. E ჯგუფი - ბილბაო/დუბლინი. F ჯგუფი - მიუნხენი/ბუდაპეშტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები