რომან დოლიძე:
Aa
Aa

რომან დოლიძე: "ძლიერი მეტოქეა და საინტერესო ბრძოლა გვექნება"

5 ივნისს, რომან დოლიძე 31 წლის იტალიელ ალესიო დი კირიკოს დაუპირისპირდება. Crystalsporti.ge-ის გუნდი რომანს დაუკავშირდა და მეტოქეზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.

ძალიან საინტერესო ბრძოლა გველოდება. მეტოქე არის ძალიან ძლიერი. კარგი ტექნიკა აქვს დგომში. ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად უპრობლემოდ გასაღებს მოვნახავთ და ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. ცვლილებები მაქვს მწვრთნელებში. დავამატე რამდენიმე ადამიანი, რომელთა პროფილიც კიკბოქსინგია და ამიტომ ბევრ სიახლეს გპირდებით", - აღნიშნა დოლიძემ. 

დოლიძეს UFC-ში 3 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 21 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ტრევინ ჯაილსთან წააგო, მანამდე კი ხადის იბრაგიმოვსა და ჯონ ალანს სძლია.

შეგახსენებთ, რომ დოლიძე ოქტაგონზე კარიერაში 9-ჯერ გავიდა და 8-ჯერ გაიმარჯვა. რომანმა UFC-ში საწყისი ორი ბრძოლა ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში გამართა, ჯაილსთან კი საშუალო წონაში იასპარეზა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები