კოხრეიძე დუბლით დაბრუნდა -
Aa
Aa

კოხრეიძე დუბლით დაბრუნდა - "საბურთალოს" იოლი გამარჯვება

სანაკრებო პაუზის დროს Crystalbet ეროვნული ლიგის გუნდები ამხანაგურ შეხვედრებს მართავენ.

„საბურთალომ“ ეს შანსი გამოიყენა და „შევარდენი 1906“-ს დაუპირისპირდა.

ლევან კორღალიძის გუნდმა მეტოქე ანგარიშით 6:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია,რომ გუნდის კაპიტანი, გიორგი კოხრეიძე, ტრავმით გამოწვეული 8 თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. გიორგო თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო და დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ,რომ „საბურთალოს“ შემტევმა ტრავმა 2020 წლის 18 ივლისს Crystalbet ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მატჩში „ლოკომოტივთან“ შეხვედრის ბოლო წუთზე მიიღო.

კოხრეიძის გარდა „საბურთალოს“ რიგებში გოლები აკაკი შულაიამ,დიმიტრი მანდრიჩენკომ და რაფიკ ამინუმ გაიტანეს. ამ უკანასკნელმა კოხრეიძის მსგავსად დუბლი შეასრულა.

Crystalbet ეროვნული ლიგა 2 აპრილის ორი თამაშით განახლდება. "საბურთალო" კი თავის მატჩს 3 აპრილს გამართავს.

თბილისური კლუბის მეტოქე "თელავი" იქნება. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე 15:45 საათზე დაიყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები