ახალი ბრძოლა - რომან დოლიძე იტალიელს დაუპირისპირდება
Aa
Aa

ახალი ბრძოლა - რომან დოლიძე იტალიელს დაუპირისპირდება

რომან დოლიძის მეტოქე იტალიელი ალესიო დი კირიკო იქნება. ბრძოლა 5 ივნისს გაიმართება.

31 წლის იტალიელმა მებრძოლმა ბოლო დაპირისპირება 16 იანვარს გამართა და ჰოაკინ ბაკლი პირველივე რაუნდში დაამარცხა.

ალესიო დი კირიკომ UFC-ის ეგიდით 9 ბრძოლა გამართა და ოთხჯერ იმარჯვა. 

შეგახსენებთ,რომ დოლიძემ ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

დოლიძეს UFC-ში 3 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 21 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ტრევინ ჯაილსთან წააგო, მანამდე კი ხადის იბრაგიმოვსა და ჯონ ალანს სძლია.

შეგახსენებთ, რომ დოლიძე ოქტაგონზე კარიერაში 9-ჯერ გავიდა და 8-ჯერ იმარჯვა. რომანმა UFC-ში საწყისი ორი ბრძოლა ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში გამართა, ჯაილსთან კი საშუალო წონაში იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები