ნადირობა დაიწყო - აგუერო ყველას მოუნდა
Aa
Aa

ნადირობა დაიწყო - აგუერო ყველას მოუნდა

ცნობილი გახდა, რომ "მანჩესტერ სიტის" არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. ამის შესახებ გულშემატკივრებს თავად ფეხბურთელმა "ტვიტერის" საკუთარი გვერდის მეშვეობით ამცნო.

იტალიური მედიის ინფორმაციით 32 წლის შემტევით ევროპული გრანდები უკვე დაინტერესდნენ და მასზე ნამდვილი ნადირობაა გაჩაღებული.

იტალიას არც ესპანეთი ჩამორჩა. El Chiringuito ირწმუნება, რომ აგუეროს შეძენა პსჟ-ს, "ბარსელონას", "იუვენტუსს" და "ინტერს" სურთ.

La Gazzetta dello Sport-ს თუ დავუჯერებთ ყველაზე დიდ ინტერესს ტურინული გრანდი იჩენს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით სერხიოს ყველაზე მეტად "ბარსელონაში" მესისთან ერთად სურს თამაში. ყველამ კარგად იცის, რომ არგენტინის ნაკრებში აგუერო და ლეო ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ. დღესდღეობით კი "ბლაუგრანას" ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე პრობლემები აქვს.

მას შემდეგ, რაც არგენტინელი შემტევის წასვლის შესახებ გახდა ცნობილი, გადაწყდა, რომ აგუეროს "ეტიჰადთან" ახლოს ძეგლს დაუდგამენ. მასთან ერთად ძეგლს ვინსენ კომპანის და დავიდ სილვასაც დაუდგამენ. ამით მანჩესტერული კლუბი ფეხბურთელების მიმართ მადლიერებას გამოხატავს

შეგახსენებთ, რომ აგუეროს „სიტის“ მაისურით 384 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 257 გოლია. არგენტინელმა „ეტიჰად სთედიუმზე“ ყოფნისას პრემიერ ლიგა 4-ჯერ, ინგლისის თასი 5-ჯერ, ქვეყნის სუპერთასი 3-ჯერ და ინგლისის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები