ახალი და გაუმჯობესებული კონტრაქტი - დოლიძე UFC-ში კიდევ 4-ჯერ იჩხუბებს
Aa
Aa

ახალი და გაუმჯობესებული კონტრაქტი - დოლიძე UFC-ში კიდევ 4-ჯერ იჩხუბებს

ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ UFC-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. დოლიძემ საბრძოლო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მიღწეული შეთანხმების შესახებ გულშემატკივრებს თავად აუწყა და სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა.

„დასვენების დრო არ გვაქვს. ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი UFC-სთან 4 ბრძოლაზე უკვე გაფორმებულია და მომდევნო ბრძოლის თარიღიც ცნობილია“, - წერს დოლიძე.

დოლიძეს UFC-ში 3 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 21 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ტრევინ ჯაილსთან წააგო, მანამდე კი ხადის იბრაგიმოვსა და ჯონ ალანს სძლია.

შეგახსენებთ, რომ დოლიძე ოქტაგონზე კარიერაში 9-ჯერ გავიდა და 8-ჯერ იმარჯვა. რომანმა UFC-ში საწყისი ორი ბრძოლა ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში გამართა, ჯაილსთან კი საშუალო წონაში იასპარეზა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები