გიორგი ათაბეგაშვილი :
Aa
Aa

გიორგი ათაბეგაშვილი : "მიდის მუშაობა,რომ საქართველომ გაცილებით დიდ ტურნირს უმასპინძლოს"

თბილისის ისტორიული პირველი გრანდ სლემი დასრულდა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

სოციალუ ქსელში კი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი ათაბეგაშვილის განცახადება ვრცელდება.

გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასა და მის პრეზიდენტს ბატონ მარიუს ვიზერს, რათა მოგვცა უნიკალური შანსი გვემასპინძლა ისეთი უმაღლესი რანგის შეჯიბრებისათვის, როგორიც არის გრან სლემი, რომელიც საქართველოსთვის იყო ისტორიული. ეს ღონისძიება თითოეული ჩვენთაგანისთვის იყო მართლაც ემოციური.

წლების მანძილზე მიღწეული შედგებიდან გამომდინარე გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია არის ერთერთი დიდი მონაპოვარი და წარმატების საწინდარი ჩვენი ქვეყნისათვის.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის დადებითი ტენდენციები, რომელიც ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით. წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ურთიერთობა არის მყარი გარანტი იმისა, რომ მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა ისეთ ძლიერ ორგანიზაციასთან, როგორიც არის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია.

ამ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მომავალში კვლავაც მიეცემა საშუალება სისტემატურად ჩაატაროს, როგორც თბილისის გრან სლემის ტურნირი, ასევე აქტიურად დაიწყოს მუშაობა იმ საკითხზე, რომ საქართველოში ჩატარდეს სლემზე გაცილებით მაღალი დონის შეჯიბრება.

გვინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ მარიუს ვიზერს გვერდში დგომისა და საქართველოში ნაყოფიერი ვიზიტისათვის.“- წერია განცხადებაში

შეგახსენებთ,რომ გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

გრანდ სლემის ჩემპიონები თემურ ნოზაძე და გელა ზაალიშვილი გახდნენ. ვერცხლის მედლებს ეთერ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე და ვაჟა მარგველაშვილი დასჯერდნენ,ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა შავდათუაშვილმა, ალეკო მამიაშვილმა, ტატო გრიგალაშვილმა და საბა ინანეიშვილმა მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები