რამაზ სვანიძის დებიუტი და დამაჯერებელი გამარჯვება ბელარუსებთან
Aa
Aa

რამაზ სვანიძის დებიუტი და დამაჯერებელი გამარჯვება ბელარუსებთან

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2023-ისთვის მზადების ფარგლებში პირველ ამხანაგური შეხვედრა გამართა. რამაზ სვანაძის დებიუტი ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბელარუსთან გამარჯვებით შედგა.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბელარუსი თანატოლები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.

მატჩის დებიუტშივე „საბურთალოს“ ფეხბურთელმა გიორგი გულიაშვილმა შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა.

მალევე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს და პირველი ტაიმი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველი ფეხბურთელები დაწინაურდნენ,კუთხურის დროს ბელარუსის ნაკრების კაპიტანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მატჩის მე-60 წუთზე გიორგი გულიაშვილმა დუბლი შეასრულა. 

84-ე წუთზე კი შოთა შეყილაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ,რომ ახალგაზრდული ნაკრების წევრი ირაკლი აზაროვი, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს შეუერთდება და ბათუმის დინამოს ფეხბურთელი გუნდთან ერთად 31 მარტს საბერძნეთში დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები