ცსკა-ს დამაჯერებელი გამარჯვება და შენგელიას 15 ქულა!
Aa
Aa

ცსკა-ს დამაჯერებელი გამარჯვება და შენგელიას 15 ქულა!

VTB ლიგის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ყაზანის უნიკსს უმასპინძლა და დამაჯერებლად 102:86 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 25 წუთი და 26 წამი დაჰყო.

ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 15 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ მატჩში 4 პერსონალური "ფოლი" მიიღო და ბურთი 4-ჯერ დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ ცსკა-სთვის ეს გამარჯვება ზედიზედ მეხუთე იყო. უკანასკნელ პერიოდში რუსულმა კლუბმა "ხიმკი", "რეალი"(ევროლიგაზე), "კალევი/კრამო", "ცრვენა ზვეზდა"(ევროლიგაზე) და როგორც უკვე მოგახსენეთ "უნიკსი" დაამარცხა.

ამ მომენტისთვის კი იტუდისის გუნდი VTB ლიგაში მეორე ადგილზე იმყოფება. 15 გამარჯვება და 5 მარცხი - ასეთია ცსკა-ს სტატისტიკა. მომდევნო შეხვედრას "არმიელები" ლიდერ "ზენიტთან" გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები