ჰოლანდის ალტერნატივა - ჩელსი ლუკაკუს ტრანსფერს განიხილავს
Aa
Aa

ჰოლანდის ალტერნატივა - ჩელსი ლუკაკუს ტრანსფერს განიხილავს

ერლინგ ჰოლანდზე ევროპაში ნამდვილი ნადრობაა გაჩაღებული. ნორვეგიელ თავდამსხმელს არაერთ გრანდს უკავშირებენ, მათ შორის ლონდონის "ჩელსის".

გავრცელებული ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩს კლუბის გაძლიერება და საფეხბურთო ელიტაში დაბრუნება უნდა, თუმცა "დორტმუნდის" შემტევის გადაბირება ნებისმიერი კლუბისთვის რთული იქნება. აქედან გამომდინარე "არისტოკრატები" სხვა ალტერნატივასაც განიხილავენ.

Telegraph-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის 2012 წლის გამარჯვებულს რომელუ ლუკაკუც სურს. წყარო წერს, რომ "არისტოკრატები" ბელგიელ თავდამსხმელს იმ შემთხვევაში დაეკონტაქტებიან თუ ერლინგ ჰოლანდის ყიდვა არ მოხერხდება. ამ მომენტისთვის ლუკაკუ "ინტერის" შემადგენლობაში ბრწყინავს და საოცარ სეზონს ატარებს. 

ცნობისთვის, რომელუ წლების წინ "ჩელსის" საკუთრება იყო, თუმცა გამუდმებით იჯარის წესით ანათხოვრებდნენ. 27 წლის თავდამსხმელმა "ჩელსის" მაისური ჯამში მხოლოდ 15-ჯერ მოირგო და გოლის გატანა ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ "ნერაძურიში" 2019 წლიდან თამაშობს. დღემდე მან "ინტერის" მაისური 85-ჯერ მოირგო და 59 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი კონტეს შეგირდი სერია ა-ში 19 გოლით ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზე იმყოფება და პირველ პოზიციაზე მყოფ რონალდუს 4 გოლით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები