ზედიზედ მე-4 გამარჯვება! ტოჩინოშინს ერთი ნაბიჯი რჩება
Aa
Aa

ზედიზედ მე-4 გამარჯვება! ტოჩინოშინს ერთი ნაბიჯი რჩება

„ჰარუ ბაშოს“ მე-14 დღეს გორგაძის მეტოქე მე-15 მაეგაშირა ჰიდენოუმი იყო, რომელიც იორიკირის ილეთით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გორგაძე მის წინააღმდეგ დოჰიოზე პირველად წარსდგა.

ტოჩინოშინმა ბრძოლა კარგად დაიწყო, მალევე ორმაგი ჩავლების აღებაც შეძლო და მეტოქის მძლავრი წინააღმდეგობის მიუხედავად მისი დოჰიოდან გაყვანა მაინც მოახერხა.

ამრიგად, ლევან გორგაძეს ბალანსი 7-7-ზე აქვს და ხვალ გადამწყვეტი ბრძოლა ელის.

ტურნირის დასკვნით დღეს ტოჩინოშინის მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია და მას მოგვიანებით გავიგებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ლევანისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დაპირისპირდება იქნება, რომელიც აუცილებლად უნდა მოიგოს, რათა დადებითი ბალანსი გაიფორმოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები