მორიგი ვერცხლი - ლიპარტელიანმა ფინალი დათმო
Aa
Aa

მორიგი ვერცხლი - ლიპარტელიანმა ფინალი დათმო

ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში კოსოვოელ ნორა ჯაკოვასთან ვაზარით დამარცხდა.

ფინალამდე ლიპარტელიანმა ბრიტანელი ასელია ტოპრაკი, სამხრეთ აფრიკელი დონი ბრეიტენბახი,რუსი დარია მეჯესკაია და მსოფლიო ჩემპიონი კანადელი კრისტა დეგუჩი დაამარცხა.

ეთერ ლიპარტელიანი - გრანდ სლემის ვერცხლის პრიზიორი

შეგახსენებთ,რომ დღესვე ოქრსო მედალი თემურ ნოზაძემ დაისკუთრა,რომელმაც ფინალში უზბეკი კემრან ნურილაევი დაამარცხა. 

66 კილოში კი ვერცხლის მედალს ვაჟა მარგველაშვილი დასჯერდა. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა უზბეკ სარდორ ნურილაევთან წააგო.

ბრინჯაოს მედლის შანსები კი ქონდათათ ბაგრატ ნინიაშვილსა და ტეტიანა ლევიცკა-შუკვანს. სამწუხაროთ ორივე ძიუდოისტმა თავიანთი შეხვედრები დათმეს.

თბილისის გრანდ სლემი ხვალ გაგრძელდება და ტატამზე საქართველოს სახელით ინდირა სილაგაძე, მარიამ ჭანტურია, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი ,თორნიკე გვიჩიანი, ალეკო მამიაშვილი,ტატო გრიგალაშვილი,გიორგი შერაზადიშვილი,დიმიტრი გოჩილაიძე და გიგა გიგაური იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები