მსოფლიო ჩემპიონატი - მოციგურავეებმა მე-16 ადგილი დაიკავეს
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - მოციგურავეებმა მე-16 ადგილი დაიკავეს

სტოქჰოლმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია მეტელკინამ და კირილ პარკმანმა მე-16 ადგილი დაიკავეს.

მოკლე პროგრამაში წყვილმა 56.13 ქულა დააგროვა და კვალიფიკაცია დასძლია. ფინალში კი მეტელკინამ და პარკმანმა საბოლოო ჯამში 156.73 ქულა დააგროვეს.

შეგახსენებთ,რომ აღნიშნული ტურნირი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას იძლევა.

შვედეთში ფინალურ ეტაპზე ასევე იასპარეზებენ ალინა ურუშაძე და მორის ყვითელაშვილი.

მოკლე პროგრამაში ალინამ 59.89 ქულა დააგროვა და კვალიფიკაცია დასძლია,ხოლო მორისმა 74.66 ქულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები