შენგელიამ
Aa
Aa

შენგელიამ "ცსკა"-ს ულიდერა - თოკომ "ცრვენა ზვეზდასთან" 16 ქულა შეასრულა

ევროლიგის მორიგ ტურში გამარჯვებას მიაღწია მოსკოვის ცსკა-მ და ამაში თორნიკე შენგელიას დამსახურება სოლიდურია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა არმიელებს სერბულ ცრვენა ზვეზდასთან ულიდერა. მოსკოვში გამართული შეხვედრა ცსკა-მ 87:72 მოიგო და ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 27 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. გამარჯვებულ გუნდში ის საუკეთესო იყო ქულებით და მე-2 მარგი ქმედების კოეფიციენტით – 23 (დანიელ ჰაკეტს 1-ით ჩამორჩა). ცრვენა ზვეზდას რიგებში დეიან დავიდოვაცმა 20 ქულა მოაგროვა. 

არმიელებს 20 მოგება და 10 მარცხი აქვთ, ბარსელონას შემდეგ მე-2 ადგილზე არიან და მომდევნო ტურის მატჩს სანკტ-პეტერბურგში, ზენიტთან ჩაატარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები