მცირე ფინალი - ტოჩინოშინის დამაჯერებელი გამარჯვება!
Aa
Aa

მცირე ფინალი - ტოჩინოშინის დამაჯერებელი გამარჯვება!

„ჰარუ ბაშოს“ მე-13 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-4 მაეგაშირა კირიბაიამა იყო, რომელიც ლევანმა იორიტაოშის ილეთით მოიგო

ფაქტობრივად ეს მცირე ფინალი გახლდათ, რადგან ამ დაპირისპირებამდე ორივე რიკიშის ანგარიშზე 5 მოგება და 7 მარცხი იყო. ვინც დღეს დამარცხდებოდა, ავტომატურად იფორმებდა უარყოფით ბალანსსა და რანგის დაქვეითებას.

ტოჩინოშინმა ბრძოლა პირველივე წამებიდანვე დამაჯერებლად დაიწყო და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა. გორგაძემ მარცხენა მავაში მალევე აიღო და კირიბაიამას დოჰიოზე დაგდებას გეგმავდა, თუმცა მეტოქემ თავი შეიმაგრა, მაგრამ ქართველის ორმაგი ჩავლების წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა და დოჰიოდან გადავარდა.

მონღოლ სუმოტორს ტოჩინოშინის წინააღმდეგ დღემდე სულ 3 ბრძოლა ჰქონდა გამართული, რომელთაგან 2 ქართველის სასარგებლოდ დასრულდა.

მე-14 დღეს გორგაძის მეტოქე მე-15 მაეგაშირა ჰიდენოუმი იქნება, რომლის წინააღმდეგაც დოჰიოზე პირველად წარსდგება.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს დარჩენილი 2 ბრძოლიდან ორთავეს მოგება სჭირდება, რათა კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი გაიფორმოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები