რუმინელი მორაგბე:
Aa
Aa

რუმინელი მორაგბე: "ქართველების დამარცხება შეგვიძლია"

საქართველოს რაგბის ნაკრები 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს თბილისში, კვირას, 28 მარტს „მიხეილ მესხზე“ რუმუნეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრის წინ, რუმინელთა მოთამაშემ ნიკოლას ონუთუმ კომენტარი გააკეთა, რომელიც რუმინეთის რაგბის ფედერაციის ვებ-საიტზე გამოქვეყნდა.

"საქართველოს ნაკრების თამაშების ვიდეოებს ვუყურეთ და კარგად შევისწავლეთ. ისინი სწრაფები არიან და დაცვაში ძალიან კარგად თამაშობენ. ქართველებს კარგად ორგანიზებული ნაკრები ჰყავთ. ისინი უნდა გავაკვირვოთ და რაც შეიძლება თავისუფლად ვითამაშოთ. აუცილებლად უნდა ვიპოვოთ გზა, რითიც გავიმარჯვებთ, თუმცა დაცვითი ბონუს ქულაც კარგი იქნებოდა.

რუსეთში გამარჯვება შეგვეძლო. პორტუგალიას და ესპანეთს ვამჯობეთ, მაგრამ უამრავი შეცდომა და უდისციპლინობა გვქონდა. ვფიქრობ, თუ შეცდომებს გამოვასწორებთ და მსგავსი არაფერი განმეორდება დარჩენილ სამ შეხვედრას მოვიგებთ. საქართველოსთან გამარჯვება შეგვიძლია. მთავარია დისციპლინა შევინარჩუნოთ."

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ჯგუფს საქართველო სამიდან 3 მოგებით ლიდერობს. რუმინეთი კი 2 გამარჯვებით და 1 მარცხით მეორე პოზიციაზე იმყოფება. ამ გუნდების უკანასკნელი შეხვედრა 2020 წელს გაიმართა და "ბორჯღალოსნებმა" 41:13 იმარჯვეს. 

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა რუმინეთთან

შერკინება

ბურჯები: ბექა გიგაშვილი (22 კეპი, 5 ქულა), გია ხარაიშვილი (3 კეპი), გიორგი მელიქიძე (26 კეპი, 15 ქულა), ნიკა აბულაძე (უკეპო), ლუკა გოგინავა (უკეპო);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (81 კეპი, 55 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (65 კეპი, 25 ქულა), გიორგი ჭყოიძე (15 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (29 კეპი), ლაშა ჯაიანი (10 კეპი), გიორგი ჯავახია (5 კეპი), დავით გიგაური (10 კეპი, 5 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (64 კეპი, 60 ქულა), ბექა საღინაძე (19 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ცხადაძე (3 კეპი), მიხეილ გაჩეჩილაძე (15 კეპი, 10 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (8 კეპი, 10 ქულა);

ღერძი

ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა), გელა აფრასიძე (33 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (4 კეპი), გიორგი მარგალიტაძე (უკეპო); თედო აბჟანდაძე (23 კეპი, 152 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (1 კეპი), ლაშა ხმალაძე (86 კეპი, 53 ქულა);

ხაზი: მერაბ შარიქაძე (75 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (10 კეპი, 40 ქულა), დემე თაფლაძე (8 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), გიორგი კვესელაძე (32 კეპი, 25 ქულა), სანდრო თოდუა (92 კეპი, 65 ქულა), სანდრო სვანიძე (1 კეპი), სოსო მათიაშვილი (32 კეპი, 156 ქულა), დავით ნინიაშვილი (5 კეპი, 5 ქულა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები