მორიგი ფინალი - მეტელკინა და პარკმანი ოლიმპიადის ლიცენზიისთვის იბრძოლებენ
Aa
Aa

მორიგი ფინალი - მეტელკინა და პარკმანი ოლიმპიადის ლიცენზიისთვის იბრძოლებენ

შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმში ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია მეტელკინა და კირილ პარკმანი ფინალში გავიდნენ.  

აღნიშნული პლანეტის ჩემპიონატი მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები თამაშდება. 

წყვილთა მოკლე პროგრამის შეჯიბრება გაიმართა, სადაც მეტელკინამ და პარკმანმა 56.13 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა , მაშინ, როდესაც ფინალში 24 მონაწილიდან 20 საუკეთესო გადიოდა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავეები ფინალში დღესვე იასპარებენ.

შეგახსენებთ,რომ გუშინ გოგონათა ფინალში ალინა ურუშაძეც გავიდა,რომელიც სტოქჰოლმის ყინულზე ხვალ იასპარეზებს.

დღეს კი ვაჟთა მოკლე პროგრამაში მორის ყვითელაშვილი გამოვა,რომელიც 33 სპორტსმენში შეეცდება ფინალურ ეტაპზე გასვლას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები