მზადება რუმინეთისთვის -
Aa
Aa

მზადება რუმინეთისთვის - "ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა

კალინინგრადიდან შინ დაბრუნებულმა ბორჯღალოსნებმა ორი დღე დაისვენეს და 28 მარტს რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.

შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩი თბილისში, კვირას, 28 მარტს „მიხეილ მესხზე“ 15 საათზე დაიწყება და რაც მთავარია, მას გულშემატკივრებიც დაესწრებიან!

საღინაძე და ლობჟანიძე ბრუნდებიან

ტრავმები მოიშუშეს და რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან ვასილ ლობჟანიძე და ბექა საღინაძე, რომელთაც ესპანეთთან და რუსეთთან არ უთამაშიათ. გუნდს დააკლდა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, რომელიც შეთანხმების თანახმად კლუბს დაუბრუნდა. გაფართოებულ რაზმშია ლუკა გოგინავა, ასევე ნიკა აბულაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. მცირე ტრავმა აქვს და გუშინ ინდივიდუალურად ივარჯიშა დავით ნინიაშვილმა.

მზადების შესახებ მაისაშვილი ამბობს:

„რუსეთთან მატჩის წინ მთელი კვირა ფაქტობრივად მგზავრობაში გავატარეთ და მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდა დიდი შრომა გასწიეს მწვრთნელებმა, ვიდეო-ანალიტიკოსებმა, ფიზმომზადების მწვრთნელმა და სამედიცინო ჯგუფმა. კალინინგრადიდან დაბრუნების შემდეგ, ბიჭები ორი კვირა დავასვენეთ, სამშაბათს მსუბუქი ვარჯიში გვქონდა, დღეს და ხვალ კი საშუალო და მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები გვაქვს. იმისათვის, რომ ძალების სრულფასოვანი აღდგენა მოხდეს, დასვენება გვექნება პარასკევს, შაბათს კი უკვე კაპიტნის ვარჯიშია“.

გაფართოებული შემადგენლობა რუმინეთთან

შერკინება

ბურჯები: ბექა გიგაშვილი (22 კეპი, 5 ქულა), გია ხარაიშვილი (3 კეპი), გიორგი მელიქიძე (26 კეპი, 15 ქულა), ნიკა აბულაძე (უკეპო), ლუკა გოგინავა (უკეპო);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (81 კეპი, 55 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (65 კეპი, 25 ქულა), გიორგი ჭყოიძე (15 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (29 კეპი), ლაშა ჯაიანი (10 კეპი), გიორგი ჯავახია (5 კეპი), დავით გიგაური (10 კეპი, 5 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (64 კეპი, 60 ქულა), ბექა საღინაძე (19 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ცხადაძე (3 კეპი), მიხეილ გაჩეჩილაძე (15 კეპი, 10 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (8 კეპი, 10 ქულა);

ღერძი

ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა), გელა აფრასიძე (33 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (4 კეპი), გიორგი მარგალიტაძე (უკეპო); თედო აბჟანდაძე (23 კეპი, 152 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (1 კეპი), ლაშა ხმალაძე (86 კეპი, 53 ქულა);

ხაზი: მერაბ შარიქაძე (75 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (10 კეპი, 40 ქულა), დემე თაფლაძე (8 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), გიორგი კვესელაძე (32 კეპი, 25 ქულა), სანდრო თოდუა (92 კეპი, 65 ქულა), სანდრო სვანიძე (1 კეპი), სოსო მათიაშვილი (32 კეპი, 156 ქულა), დავით ნინიაშვილი (5 კეპი, 5 ქულა).

წყარო - rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები